იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციის რეჟიმიდან არ გამოდის, რაც საბოლოოდ მათ კიდევ უფრო მილევად პარტიად აქცევს.
დეპუტატი ამბობს, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებაში წვლილს არ შეიტანს, ამით „მტრის წისქვილზე დაასხმს წყალს."