გიორგი ვაშაძის განცხადებით, უპასუხისმგებლო პოპულიზმია განცხადება, რომ ჰესები საჭირო არ არის - Palitra News

გიორგი ვაშაძის განცხადებით, უპასუხისმგებლო პოპულიზმია განცხადება, რომ ჰესები საჭირო არ არის

2021-06-02 12:59:04+04:00

პარლამენტის წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე "ნამახვანჰესის" საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს.

ის პროტესტის მონაწილე ყველა ადამიანს მხარდაჭერას და პატივისცემას უდასტურებს. როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, ადგილობრივ საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რა სარგებელი ან რა საფრთხე მოაქვს ჰესს გარემოსთვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს.

ვაშაძე ხელისუფლებას ხალხთან საუბარს სპეცრაზმელებისა და დეპუტატების გარეშე ურჩევს.