აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ბორჯომში აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიება აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „მიზნობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
სამედიცინო აქციაში თბილისის წამყვანი კლინიკების და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების ექიმ-სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებს სხვადასხვა პროფილის სამედიცინო შემოწმება და ექოსკოპიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს ჩაუტარდათ ნებაყოფლობითი, COVID-19-ის ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება. დადებითი პასუხის მქონე პაციენტებზე ბინაზე მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული მედიკამენტების ნაკრები გაიცა.