სატელეფონო აპარატები 2021 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში ხვდება.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტმა 53 მილიონ 206 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლიურად სატელეფონო აპარატების იმპორტი გაზრდილია. კერძოდ, გასული წლის იანვარ-აპრილში აღნიშნული მაჩვენებელი - 50 მილიონ 660 ათასი ამერიკული დოლარი იყო.
სატელეფონო აპარატების იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2021 წლის 1-ელ 4 თვეში ქვეყანაში 14 მილიონ 173 ათასი დოლარის აპარატი შემოვიდა; მას მოსდევს ჰონგ-კონგი - 8 მილიონ 318 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზეა - ჩეხეთი - 7 მილიონ 507 ათასი დოლარის იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ჩინეთი და ნიდერლანდი იკავებენ, საიდანაც იმპორტმა შესაბამისად, 2 მილიონ 965 ათასი და მილიონ 219 ათასი დოლარი შეადგინა.