დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარაის განცხადებას აფასებს კორუფციასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით და აცხადებს რომ "პოლიტიკაში მოსვლა ან შემობრუნება ტყუილის და სიცრუის ხარჯზე ძალიან ცუდია".
როგორც დეპუტატი ამბობს, გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე მოლოდინი ჰქონდა, რომ გახარიას პოლიტიკური ძალა არჩევნებზე მე-3-4 ადგილს დაიკავებდა, თუმცა, პრეზენტაციის შემდეგ „ნათელი გახდა, რომ მისი შანსები კიდევ უფრო შემცირდა და მხოლოდ 5-6- ე ადგილზე თუ გავა“.
კითხვაზე, რატომ არ გააკრიტიკა გახარიამ ივანიშვილი, ღუდუშაური აცხადებს, რომ „გახარიას თუ რაიმე ჰქონდა ივანიშვილთან სათქმელი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმისთვის, რომ 2012 წელს ივანიშვილის თაოსნობით ქართველმა ხალხმა ქვეყანა იხსნა სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობიდან“.