ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ნაციონალური ტელევიზიების "თოქ-შოუების" წამყვანებს შეხვდება და მათ შეკითხვებს უპასუხებს. შეხვედრა 18 საათზეა ჩანიშნული.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერისა და თოქ-შოუების წამყვანების შეხვედრის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მოხდება.
შეგახსენებთ, 29 მაისს, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა. პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები. პოლიტიკურ გაერთიანებას „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სულ 14 წევრი ეყოლება.