თენგიზ ცერცვაძე - ვარაუდობენ, რომ „ინდური შტამი“ უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდებს და ბავშვებს - Palitra News

თენგიზ ცერცვაძე - ვარაუდობენ, რომ „ინდური შტამი“ უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდებს და ბავშვებს

2021-05-29 19:07:13+04:00

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის „ინდური შტამი“ უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს, რამაც შესაძლოა, ასაკობრივი პროპორციების შეცვლა გამოიწვიოს. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, „ინდურ შტამს“ სწრაფი გავრცელების უნარი ახასიათებს.