იაგო ხვიჩია - არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება გვჭირდება, დანარჩენი არის კოსმეტიკური ცვლილებები - Palitra News

იაგო ხვიჩია - არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება გვჭირდება, დანარჩენი არის კოსმეტიკური ცვლილებები

2021-05-28 13:18:30+04:00

"გირჩის" ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქვეყნას არჩევითი მოსამართლეების და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება სჭირდება სხვა დანარჩენი მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებად ჩაითვლება.

როგორც ხვიჩიამ პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა თუ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება გაზიარებული იქნება, შესაძლოა, უკეთესი შედეგი დადგეს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით, თუმცა, რეალური გარდატეხისთვის სხვა ცვლილებების გატარებაა საჭირო.