სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით მილიარდ 120 მილიონი ლარით ანუ 2.87%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40 მილიარდ 150 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376 მილიონ 650 ათასი ლარით ანუ 2.17%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 742 მილიონ 480 ათასი ლარით ანუ 3.42%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით 5 მილიარდ 640 მილიონი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 14 მილიარდ 30 მილიონი ლარის მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2021 წლის აპრილის განმავლობაში 2.14%-ით, ანუ 411 მილიონ 130 ათასი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისთვის 19 მილიარდ 670 მილიონი ლარი შეადგინა.