გუბაზ სანიკიძე - „ოცნებას“ არ უნდა პარლამენტში გვიხილოს, როცა დებატები იქნება, ეს მადრიდის „რეალისა“ და ირანული გუნდის თამაშს დაემსგავსება - ახლა კარგად გრძნობენ, ჭაობი აქვთ და ყიყინებენ - Palitra News

გუბაზ სანიკიძე - „ოცნებას“ არ უნდა პარლამენტში გვიხილოს, როცა დებატები იქნება, ეს მადრიდის „რეალისა“ და ირანული გუნდის თამაშს დაემსგავსება - ახლა კარგად გრძნობენ, ჭაობი აქვთ და ყიყინებენ

2021-05-27 13:58:25+04:00

პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა, მათი პარტიის და „ქართული ოცნების“ დებატები „მადრიდის „რეალისა“ და ირანული გუნდის თამაშს დაემსგავსება“.

როგორც გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არ სურს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს. მისივე თქმით, მმართველ გუნდში თავს კარგად გრძნობენ, „ჭაობი აქვთ და ყიყინებენ“.