2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობამ მილიარდ 194 მილიონ 600 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4 პროცენტით შემცირდა და ათას 100 ლარი და 50 თეთრი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 4.4 პროცენტით შემცირდა და 321 ლარსა და 40 თეთრს გაუტოლდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერები, რომლის წილიც 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.8 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 4.3 პროცენტით შემცირდა და 747 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5 პროცენტით შემცირდა და 446 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა.