ვარლამ გოლეთიანი - ქუჩები აუცილებლად გადაიკეტება - Palitra News

ვარლამ გოლეთიანი - ქუჩები აუცილებლად გადაიკეტება

2021-05-24 15:01:21+04:00

„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით აქციის მონაწილეებს აღარ დარჩა სივრცე იგივე პოზიციაში ყოფნის რომელშიც იყვნენ 209 დღის განმავლობაში, შესაბამისად ისინი ისეთ ქმდებებზე გადასვლას გეგმავენ, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს თავისი არასწორი დამოკიდებულება და პოზიცია. მისი თქმით, ქმედებებში იგულისხმება მსვლელობა, პიკეტირება და ა.შ. თუმცა, უფრო დეტალურად გეგმის შესახებ დღეს ტრიბუნიდან მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას.

გოლეთიანის თქმით, მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ რომელი ქუჩა გადაიკეტება კონკრეტულად, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ აუცილებლად გადაიკეტება და ეს პროცესები გაგრძელდება „ან აქ ან სხვაგან, იგივე რიონის ხეობაში, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება საზოგადოების სასარგებლოდ“.

ამასთან, გოლეთინმა აღნიშნა, რომ აქამდე დასახელებულ გეგმებსაც გაყვებიან. მან დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, რომ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ.