ანიმაციების მოყვარულთათვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: Hotel Transylvania: Transformania-ის გავრცელდა. საიდანაც განსაკუთრებულ ამბავს ვიგებთ: მეივისის ქმარი, ჯონი მოულოდნელად ურჩხულად გადაიქცევა, სხვა ურჩხულები კი — ადამიანებად.აღსანიშნავია, რომ ახალ ფილმში დრაკულას ადამ სენდლერის მაგივრად, ბრაიან ჰალი გაახმოვანებს. სასტუმრო ტრანსილვანია Sony Pictures Animation-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, სამწუხაროდ, Hotel Transylvania: Transformania სერიის უკანასკნელი ფილმი იქნება. ფილმის პრემიერა 23 ივლისს შედგება.