სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად შემოვა პარლამენტში, რადგან ძალიან უნდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოიშლებიან - Palitra News

სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად შემოვა პარლამენტში, რადგან ძალიან უნდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოიშლებიან

2021-05-22 16:00:12+04:00

„ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად შემოვა პარლამენტში. მათი კიდევ ერთი სირცხვილი იქნება, რომ ვერც ერთი მათი წინადადება, ვერც ერთი პრინციპი ბოლომდე ვერ გაიტანეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არ შევა, პარტია კიდევ უფრო ჩამოიშლება.