კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.57 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის თანახმად, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 26.8 მილიონ ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 450 მილიონამდე დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მე-2 ადგილზე აშშ-ია 280 მილიონი დოზით. მას ევროკავშირი მოჰყვება, სადაც ვაქცინების 211 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს. ყველაზე მეტი მოქალაქე, პროცენტულად, სეიშელის კუნძულებზეა აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 64.2%-ს აქვს გაკეთებული. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.4% აიცრა. ევროკავშირში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 14%, აშშ-ში კი - 38%.