გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით, საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა ჩატარდება . ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას. ოლიმპიადაში ჩართვის საშუალება აგრარული სფეროს სპეციალისტებს, აგრარული პროფილის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, ფერმერებსა და უფროსი კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ. ოლიმპიადა ჩატარდება სამ ეტაპად. გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრიზები.