არასაპარლამენტო ოპოზიციამ „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელა.
ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა, შენიშვნები აქვს. "ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცვლილებები რეალურად არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც არჩევნების გაყალბებას გამორიცხავს.
ბურჯანაძეს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ცესკო-სთან ხმების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.