ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ გრენლანდიის ყიდვას აღარ აპირებს - Palitra News

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ გრენლანდიის ყიდვას აღარ აპირებს

2021-05-21 15:09:14+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიის ყიდვას აღარ აპირებს.

„მე გრენლანდიაში ვარ, რადგან შეერთებული შტატები ძალიან აფასებს ჩვენს პარტნიორობას და სურს, კიდევ უფრო გაამყაროს ის“, - განუცხადა ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს და ხაზი გაუსვა, რომ ის გრენლანდიაში მის შესაძენად არ ჩასულა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა აშშ გრენლანდიის ყიდვის გეგმას, ბლინკენმა უპასუხა: ”შემიძლია დავადასტურო, რომ ეს ასეა”. შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიის ყიდვის საკითხს განიხილავდა.