იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებზე? - ამ კითხვაზე დედაქალაქის ამჟამინდელი მერი პასუხობს, რომ როცა იქნება იმის დრო, რომ კანდიდატები დასახელდეს, თვითონაც და პარტიის თავმჯდომარეც პირველები იქნებიან, ვინც საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.
რაც შეეხება არჩევნების საკითხს, იქნება თუ არა თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე თვითმმართველობის არჩევნებზე, კალაძის განცხადებით, ოპოზიციას თამარ ჟვანიას წინააღმდეგ კონკრეტულად რა თემები აქვს, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ხოლო თუ თამარ ჟვანიას რაიმე დანაშაული აქვს და რაიმე არასწორ ქმედებებში წვლილი მიუძღვის, მაშინ ამ საკითხის წამოწევა შეიძლება.