იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, თავიდან უნდა დავიწყოთ და კომუნისტებმა რომ ჩაატარეს, ის არჩევნებიც უნდა გამოვიძიოთ - Palitra News

იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, თავიდან უნდა დავიწყოთ და კომუნისტებმა რომ ჩაატარეს, ის არჩევნებიც უნდა გამოვიძიოთ

2021-05-20 15:55:38+04:00

ჩემი აზრით, თავიდან უნდა დავიწყოთ და კომუნისტებმა რომ ჩაატარეს, ის არჩევნებიც უნდა გამოვიძიოთ,- ასე ეხმიანება გირჩის" ერთ- ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ოპოზიციამ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია და არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო, არამედ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც უნდა გამოიძიოს.

რაც შეეხება მოქმედ კომისიას, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ის ფორმალობაა. რაც შეეხება კარლ ჰარცელის მოწოდებას, რომ ოპოზიციამ კომისიაში მონაწილეობა მიიღოს, ხვიჩია აცხადებს, რომ სავალდებულო არაა ისინი ერთმანეთს ეთანხმებოდნენ.