შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი - საარჩევნო კანონპროექტი ვენეციის კომისიას დღეს უნდა გადაეგზავნოს.
კვირის ბოლოს კი, ოპოზიცია და უმრავლესობა ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად დოკუმენტში შეტანილ ცვლილებების განსახილველად შეიკრიბება.
საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კანონპროექტის დოკუმენტის პირველი მოსმენით განხილვები უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დეპუტატები მეორე მოსმენამდე ელოდებიან.