მიმდინარე წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ 2-ჯერ ნაკლები რაოდენობის სისხლი შეიძინა, თუმცა, 7-ჯერ მეტის ექსპორტი განახორციელა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველომ 9 მილიონ 362 ათასი დოლარის ადამიანის და ცხოველის სისხლი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 8 მილიონ 635 ათასი დოლარის.
რაც შეეხება ექსპორტს, ქვეყანამ მიმდინარე წლის 3 თვეში საზღვარგარეთ მილიონ 629 ათასი დოლარის სისხლი გაყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 441 ათას 200 დოლარის.
ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველომ მიმდინარე წელს სისხლი გაყიდა, ასე გამოიყურება: უზბეკეთი, უკრაინა და სომხეთი. იმორტს რაც შეეხება, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველომ სისხლი ჯამში 26 ქვეყნიდან შეიძინა. სისხლის იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა: შვეიცარია, საფრანგეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ნიდერლანდი, იტალია, რუსეთი, თურქეთი, დანია და ა.შ.