საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

2021-05-19 11:58:06+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების, ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სასამართლო პროცესი კვლავ ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. კერძოდ კი, მოწმეებს დაკითხავენ. სხდომას ესწრებიან ბრალდებულებიც.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.