დღეს დილას განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა ყველას, რომ კონფლიქტი უკვე ფართო მასშტაბს იღებს - დაპირისპირება მიუღებელია, მითუმეტეს, თუ ეს ოდნავ მაინც ეთნიკური დაპირისპირების კვალს შეიძლება შეიცავდეს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დმანისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავსი საკითხები ოპერატიულ გადაწყვეტას საჭიროებს და თუ საჭიროა, მასში პრემიერ- მინისტრიც უნდა ჩაერთოს.