ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სირიაში ჩავიდა - Palitra News

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სირიაში ჩავიდა

2021-05-17 11:04:34+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოფიციალური ვიზიტით სირიაში ჩავიდა. ინფორმაციას Apsua TV/Абхазское ТВ ავრცელებს. ბჟანიას დამასკოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური პირები დახვდნენ.

რა საკითხებზე შედგება საუბარი სირიის მთავრობასა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის ჯერ-ჯერობით უცნობია.