პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს საკუთარ ბრალდებებზე პასუხისმგებლობა აიღონ და საგამოძიებო კომისიაში შევიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ბრალდებების გადამოწმების პროცესში. როგორც თალაკვაძემ განმარტა, ოპოზიციის ბრალდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ემსახურებოდა ერთადერთს, რომ როგორმე ძირი გამოეთხარა არჩევნებისთვის.