გაერო მსოფლიო ეკონომიკის ზრდას მიმდინარე წელს 5,4%-ით პროგნოზირებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მოკლევადიან ანგარიშში წერია.
2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3,6%-იანი მკვეთრი კლების შემდეგ, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,4%-ით გაიზრდება, რაც იანვარში პროგნოზირებულ 4,7%-ზე მეტია.
გაეროს გლობალური ეკონომიკის მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განპირობებულია შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ეკონომიკური აქტივობებით და ზოგადად, მთელს მსოფლიოში ეკონომიკის გამოცოცხლებით.