პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მორიგი სხდომა ბათუმში გამართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტების მერებმა კონკრეტული ურბანული პროექტები წარადგინეს. კომისიამ შეარჩია არეალები, სადაც ახალი სივრცეები უნდა მოეწყოს. „განახლებული რეგიონები“ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განხორციელდება და 20 მილიონ დაიხარჯება. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.