დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებმა არჩევანი ჩვენი ვაქცინის შეკვეთაზე არ შეაჩერეს, – ამის შესახებ კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას წერილშია აღნიშნული, სადაც ის კომპანიის თანამშრომლებს მიმართავს. „ჩვენ დავუკავშირდით ყველა სახელმწიფოს და ვთხოვეთ, შეკვეთა გაეკეთებინათ, რათა მათთვის დოზები გამოგვეყო. მდიდარმა ქვეყნებმა დოზების უმეტესობა შეუკვეთეს. შევშფოთდი და პირადად მივწერე დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ლიდერებს წერილები, ასევე დავურეკე ტელეფონით და მოვუწოდე, შეეკვეთათ დოზები, რადგან რაოდენობა შეზღუდული იყო“, – წერს ბურლა. მისი თქმით, საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების უმეტესობამ სხვა ვაქცინების მწარმოებლებთან ამჯობინა კონტრაქტის დადება. მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა საერთოდ არ დაამტკიცეს.