საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი გართულება 120 შემთხვევაში დაფიქსირდა, ანაფილაქსიური შოკი კი 1 პაციენტს გამოუვლინდა - Palitra News

საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი გართულება 120 შემთხვევაში დაფიქსირდა, ანაფილაქსიური შოკი კი 1 პაციენტს გამოუვლინდა

2021-05-07 14:58:15+04:00

საქართველოში ვაქცინაციის შემდგომი გართულება 120 შემთხვევაში დაფიქსირდა, ხოლო ანაფილაქსიური შოკი მხოლოდ 1 პაციენტს გამოუვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, ეს გართულებები მსუბუქი ან საშუალო სიმძმისაა.