პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა - Palitra News

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

2021-05-06 15:51:05+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს, დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.