დეპუტატები "სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ იცრებიან. იმუნიზაციის პროცესი აკადემიკოს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობის 20-მდე დეპუტატი აიცრება. სამომავლოდ კი პარლამენტის დანარჩენი წევრები აიცრებიან. პროცესს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც ესწრება.
ცნობისთვის, სინოფარმით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყო და აცრა შეუძლია 18 წელს ზემოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს.