დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევა მიმდინარეობდა, თუმცა ასეთი შტამი არ დადასტურდა.