"კვირის პალიტრა" კვლავ არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს. ამჯერად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატს სთავაზობს საჩუქრად თქვენს ოჯახებში შემობრძანდება ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე, პირი ღვთისა, სასწაულმოქმედი "ანჩისხატი". ხატებიც და სანთლებიც სტამბა "კოლორში" კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა.