ხმაური იყო რუსთავის აზოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის მიზეზი დირექციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრის უშედეგოდ დასრულება გახდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, ხელფასების გაზრდის თაობაზე შეთანხმება ვერ შედგა.
საწარმოს მენეჯმენტთან აქციის მონაწილეების შეხვედრას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც ესწრებოდა. როგორც კობაიძემ განაცხადა, შეხვედრა ხმაურიანი იყო, „აზოტის“ მენეჯმენტს არ ჰქონია არანაირი კონკრეტული შეთავაზება ხელფასების მატებასთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან და საწარმოს სრულად გააჩერებენ.
„აზოტის“ თანამშრომლებმა ცენტრალური შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს, რის გამოც პროდუქციის გამოტანის პროცესი შეჩერებულია.
„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მეორე დღეა ხელფასების 50%-ით გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.