ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ სამართალდამცველებს ბრალი წაუყენეს - Palitra News

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ სამართალდამცველებს ბრალი წაუყენეს

2021-04-22 13:04:13+04:00

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა - ამ მუხლით დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ წარმომადგენელს ბრალი წაუყენეს.

საქმეში იაღლუჯის ბაზაზე მომხდარი სამი სავარაუდო დანაშაულის სხვადასხვა ეპიზოდი ფიგურირებს - მათ შორის არის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ კბილის ჯაგრისებით ყაზარმის საპირფარეშოს იატაკის წმენდის განკარგულება.

საქმის ძიება ომბუდსმენის ზედამხედველობით მიმდინარეობს. ერთ-ერთი დაკავებული, ცვლის უფროსი გოგიტა ბიჩინაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.