საია პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 20 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე - Palitra News

საია პარტიებს მოუწოდებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 20 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე

2021-04-21 15:08:33+04:00

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

საიას ინფორმაციით 2021 წლის 19 ივნისს საია-მ მედიაციის პროცესში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ხელი მოეწერათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებაზე. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს. საია ხაზგასმით განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით.