ჯანმო - მსოფლიოში გასულ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - Palitra News

ჯანმო - მსოფლიოში გასულ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

2021-04-21 12:17:20+04:00

მსოფლიოში, გასული 7 დღის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 5 236 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევები მსოფლიოს ყველა რეგიონში გაიზარდა. გამონაკლისი მხოლოდ ევროპა იყო, სადაც ინფიცირების შემთხვევების 3%-იანი შემცირება დაფიქსირდა.

ამასთან, გასულ კვირაში, ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თავდაპირველად, მსოფლიოში გარდაცვალების შეთხვევები მილიონამდე 9 თვეში გაიზარდა, 2 მილიონიდან 3 მილიონამდე კი დაღუპულთა რაოდენობა ბოლო 3 თვის განმავლობაში გაიზარდა.