ირაკლი ქადაგიშვილი - რომ ვიანგარიშოთ, 11 შემოსულ დეპუტატზე 1 პოსტის გათვლა ხდებოდა - Palitra News

ირაკლი ქადაგიშვილი - რომ ვიანგარიშოთ, 11 შემოსულ დეპუტატზე 1 პოსტის გათვლა ხდებოდა

2021-04-20 12:00:21+04:00

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ 5 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებისთვის ყველა ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლაა საჭირო.

როგორც ქადაგიშვილი განმარტავს, 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა 60 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეა გათვალისწინებული.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელსაც პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა აღნიშნულია, რომ პარლამენტში ძალაუფლების განაწილებისთვის პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს.

რაც შეეხება ვადებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი, რომ ცვლილებები ძალაში შევიდეს 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე.