პრეზიდენტი - გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას - Palitra News

პრეზიდენტი - გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთ კონკრეტულ შეწყალების თემას

2021-04-19 16:28:59+04:00

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის გაკვირვებულია მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომელიც პრეზიდენტის სახელს შეწყალებასთან დაკავშირებით, მისი თანხმობის გარეშე უკავშირდება.

როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, გიორგი რურუა არც ერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში, თუმცა, პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკუთარ პრინციპულობაზე მაღლა ქვეყანა დააყენოს.