„ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მედიატორების მიერ შედგენილი დოკუმენტი კომპრომისულია, თუმცა არის დაუზუსტებელი საკითხები, მათ შორის ნიკა მელიას თემა.
როგორც ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება” ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ შეთანხმება არ უნდათ.
კითხვაზე, შევა თუ „ლელო” პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ სხვა ოპოზიციური პარტიები არ შევლენ, ხაზარაძე ამბობს, რომ „ლელო“ ყოველთვის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს”. თუმცა ხაზგასმით აცხადებს რომ მელიას გათავისუფლებამდე ლელო პარლამენტში შესვლას არ აპირებს.