ეგვიპტეში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა - Palitra News

ეგვიპტეში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა

2021-04-19 12:15:12+04:00

ეგვიპტეში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 98 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ ტუხში მოხდა, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქ კაიროდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი, რომელიც კაიროდან ელ-მანსურაში მიდიოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. ინციდენტის მიზეზის დასადგენად შემთხვევის ადგილზე სამართლდამცავები მუშაობენ.