ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა - Palitra News

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

2021-04-19 12:14:35+04:00

ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 273 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, - შესაბამის მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 1 619 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი რაოდენობაა.

ინდოეთში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ის 15 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია - 178 769 ადამიანი. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.