რუსთაველის თეატრთან ნინუცა მაყაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, სადაც მსახიობებსა და მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო - Palitra News

რუსთაველის თეატრთან ნინუცა მაყაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, სადაც მსახიობებსა და მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

2021-04-17 15:59:20+04:00

"სისტემური ცვლილებების დროა" - ამ ლოზუნგით რუსთაველის თეატრთან დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა "გილდია" მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერ აქცია გამართა. აქცისი მონაწილეები გმობენ ძალადობას და შესაბამისი უწყებების მხრიდან ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ. ადგილზე აქციის მონაწილეებსა და რუსთაველის თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა.