თავდაცვის მინისტრი ადლიაში სამხედრო ბაზაზე ინფრატრსუქტურულ სამუშაოებს გაეცნო - Palitra News

თავდაცვის მინისტრი ადლიაში სამხედრო ბაზაზე ინფრატრსუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

2021-04-17 12:21:44+04:00

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ადლიაში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტპაზე სამხედრო ბაზაზე ყაზარმების, საქვაბეს, საკონტროლო გამშვები პუნქტის და სპორტული დარბაზის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, აქტიურ პროცესშია სველი წერტილების სრულად აღჭურვა და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობა. ტერიტორიაზე დასრულებულია სტადიონის მშენებლობა და კეთილმოწყობა. უახლოეს პერიოდში გარე განათების სრული რეაბილიტაცია მოხდება და კეთილმოეწყობა ბაზის ტერიტორია.