უნდა ვნახოთ ნაბიჯებით, არიან თუ არა მზად ყველა იმ პუნქტის შესასრულებლად, რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა და რაც დაგვაწყებინებს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა.
ბოკერიას აზრით, ოპოზიციაში ივანიშვილის გარემოცვისგან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ყველა მიჩვეულია. ბოკერია მიესალმება, თუ ხელისუფლების პოზიცია რეალურად შეიცვლება. ამ შემთხვევაში, ბოკერიას შეფასებით, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ძალაუფლებისგან ჩამოშორებას ნორმალური არჩევნების შედეგად უნდა შეეგუოს.