144-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს კოვიდ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდათ - Palitra News

144-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს კოვიდ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირება ჩაუტარდათ

2021-04-10 11:41:00+04:00

თბილისის 144-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს კოვიდ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირება უკვე მეხუთედ ჩაუტარდათ. აქამდე ჩატარებული ტესტირებების შედეგად, სკოლაში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ პრევენციის მიზნით ტარდება. სინქრონები: 144 ე სკოლის დირექტორი მანანა ჩარგეიშვილი და პედაგოგი მაია კობიაშვილი