არჩილ თალაკვაძე - გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურდა შეთანხმება შემდგარიყო - Palitra News

არჩილ თალაკვაძე - გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურდა შეთანხმება შემდგარიყო

2021-04-09 16:06:45+04:00

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებიდან გიორგი ვაშაძე ნამდვლად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სურდა რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შემდგარიყო.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ვაშაძემ უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც დიალოგის ფარგლებში ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შეთანხმებით დასრულება ქვეყნის გამარჯვება იქნება.