ნორვეგიის პრემიერი სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის 20 000 კრონით დააჯარიმეს - Palitra News

ნორვეგიის პრემიერი სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის 20 000 კრონით დააჯარიმეს

2021-04-09 15:09:19+04:00

ნორვეგიელმა სამართალდამცავებმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი კოვიდ 19-ის პანდემიის გამო დაწესებული სოციალური დისტანცირების წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულების ორგანიზებისთვის, რომელსაც პრემიერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, ერნა სოლბერგს 20 000 ნორვეგიული კრონის გადახდა მოუწევს.

წვეულებას, რომელიც პრემიერმა თებერვალში, მთის კურორტზე გამართა, 13 ადამიანი ესწრებოდა, ქვეყანაში კი, პანდემიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია.

ცნობისათვის, ერნა სოლბერგი პანდემიის შესაჩერებლად მკაცრი შეზღუდვების დაწესებით გამოირჩევა.