სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებას ითხოვს - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებას ითხოვს

2021-04-09 13:24:08+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნება მოითხოვა. ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ამ სოლიდარობისთვის მას მიაჩნია, ელჩის დაბრუნება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.